ქუთაისში ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ტ.ტ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ ტ.ტ.-სგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველების მიერ ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
სიახლეები
- სამარხვო პიცა
- ტრამპმა კანადაში ვიზიტის შეწყვეტა და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა
- სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად
- იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- ირანი ისრაელს თავს ესხმის – იერუსალიმსა და თელ ავივში აფეთქებებია