“ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ” – მიხეილ ყაველაშვილი
“ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ, მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ.
ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ!”, – წერს ყაველაშვილი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს