“არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ, რომელიც რეალურია და ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას” - ილია მეორე დიასპორას
მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას - ამის შესახებ დიასპორის წარმომადგენლების მიმართ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილშია აღნიშნული.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
„დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეთ: ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო,
ღვთის წყალობით, კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრისა.
მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას.
იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად, დიდია თქვენი პასუხისმგებლობა.
გლოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში.
ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო. თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“,- აღნიშნულია წერილში.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი