საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლურ დასტურად მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღირსშესანიშნაობა – ქ. რიო-დე-ჟანეიროს კორკოვადოს მთაზე ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
საქართველოს საელჩო და ბრაზილიაში საქართველოს ელჩი ზურაბ მჭედლიშვილი, მადლობას უხდის პროექტის მხარდაჭერისათვის რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნიას, „ქრისტე რედენტორ“-ის ტაძრის მრევლს, ტექნიკურ ჯგუფსა და კომპანია „Promotional Travel“-ის ხელმძღვანელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე