სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, ინფიცირების წყარო მგელია.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა 20 მაისს დადასტურდა.
ასევე დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა