ქუთაისის მუნიციპალიტეტში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
ქუთაისის მუნიციპალიტეტში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა. პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით,ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებას ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ელეონორა გოგოლაშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ, ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიმართეს.
მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით და მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს