მაშველებმა მტკვარში, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში მყოფი 2 პირის ცხედარი იპოვეს
მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში მყოფი 2 პირის ცხედარს მიაგნეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს.
უწყების ცნობით, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
ინფორმაციისთვის, 14 მაისს მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა. ერთი მათგანი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.
სამართალდამცველებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს – მას მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს