" განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც მათი საყრდენი და მხარდამჭერია" - ირაკლი ჩიქოვანი
სამხედროები თავს უძღვნით ჩვენს სამშობლოს, რაც მუდმივ მზადყოფნასა და უპირობო დისციპლინას გულისხმობს. ეს კი, განსხვავებულ ცხოვრების წესს მოითხოვს თქვენგან, რაც მუდმივ თანადგომასა და ხელშეწყობას საჭიროებს თქვენი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თქვენს ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურის საყრდენი და მხარდამჭერია, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღირსეულ სამხედროებს ოჯახის წევრები აძლიერებენ.
ვაზიანში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სიტყვით მიმართეს და თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს