სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თბილისში ცნობილი თურქი მსახიობი ჩამოდის
სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თბილისში ცნობილი თურქი მსახიობი ჩამოდის.
ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს:
"ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის! 10 მაისს საღამოს 7-ის ნახევარზე გეპატიჟებით საქველმოქმედო ვახშამზე რესტორან "ეთნო წისქვილში", სადაც გაიმართება კონცერტი ქართველი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით! საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ანგარიშზე! კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე", - წერს ნინი ბადურაშვილი.
მსახიობს საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალმა "ძმები" და ფილმმა "ველური თაფლი".

ambebi.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე

