"გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე - ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ'"- ივანე ჩხაიძე
კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე - ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად.
„ბოლო მონაცემებით, გრიპის საერთო წილი 85%-დან 70%-მდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, შემცირების ტენდენციას ვაფიქსირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, წელს დომინანტური იყო B ტიპის ვირუსი და აქაც შემცირების ტენდენციაა სახეზე. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ საავადმყოფოებში, მკვეთრად მოიმატა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეულმა ინფიცირებამ. კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ეს არაპირდაპირ მიმანიშნებელია გრიპის ვირუსის დასრულებისკენ.
კლინიკებში, გრიპის ვირუსთან ერთად მეორე სიხშირით არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს და რეალურადაც ასეა, რომ ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განაპირობებს ორ გართულებას: ფილტვების ანთებას განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა