ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი ამავე ტელევიზიის ყოფილ მფლობელს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკა გვარამიას „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება. გიორგი ქურდაძე გავრცელებულ განცხადებაში ასახელებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიასაც.
„ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით“, - წერია ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის, „მთავარი არხის“ თანადირექტორის, გიორგი ქურდაძის განცხადებაში.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის