"გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს – ეს დღე ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია" - შალვა პაპუაშვილი
„გილოცავთ დღევანდელ დღეს ნოვრუზ ბაირამს. ვულოცავ ჩვენი მშვენიერი, მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილმა ადგილობრივებს და საქართველოს თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს დღევანდელი დღე მიულოცა.
„ეს დღე, ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც ეს დღე აერთიანებს სხვადასხვა ერის, თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც აქ, მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, ახალი წლის შემოსვლას, გაზაფხულის, განახლების დღეს. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის არა მხოლოდ ბუნების გამოღვიძების, ბუნების განახლების დღე, არამედ ეს არის დღე, როდესაც ყველა უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავებზე. დავფიქრდეთ, რომ ეს განახლება იგულისხმება, ასევე, ჩვენს გულში, ჩვენს სულში და ჩვენს ცხოვრებაში. გილოცავთ ყველას ამ დღეს. გვეცხოვროს ყველას მშვიდობიან, მთლიან და ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს