ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დირექტორს ქეთევან ჯაყელს და წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა იყო საჯარო ადმინისტრირების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო სექტორში საკადრო დეფიციტის დასაძლევად და მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების გასაუმჯობესებლად.
დაიგეგმა თანამშრომლობის გაგრძელება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რაც ეფექტიანი მმართველობისა და მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი