"ათივე ბავშვი ჩემი შვილია" - ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანხმლები ქალი კომენტარს აკეთებს
10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი ამბობს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და საქართველოს გავლით მეუღლესთან სხვა ქვეყანაში აპირებს ჩასვლას.
მან მედიას კომენტარი ცოტა ხნის წინ, ბავშვების ქუთაისის კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ მისცა. 10 ბავშვის თანმხლები ქალი ამბობს, რომ ის უკრაინიდან ჩამოვიდა.
„ტრანზიტით ჩემს შვილებთან ერთად მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან. პოლიციასთან დავაფიქსირე იმ ბავშვების სია, რომელთან ერთადაც კლინიკაში შემოვედი“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. მოგვიანებით ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს.
„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.
ambebi.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე