"გრიპის საკმაოდ ბევრი შემთხვევაა"- ალექსანდრე გოგინავა
“გრიპის საკმაოდ ბევრი შემთხვევაა. ძირითადად არის ამბულატორიული მიმართვიანობა”,- ამის შესახებ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს.
მისივე თქმით, გარკვეულ შემთხვევებში სტაციონარიზაციაც ხდება საჭირო.
“იანვარი ამით ხასიათდება, განსაკუთრებით – მეორე ნახევარი, როდესაც შემთხვევები იმატებს. ეს სხვა წლებშიც ასე იყო და ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გრიპის საკმაოდ ბევრი შემთხვევაა. ძირითადად არის ამბულატორიული მიმართვიანობა, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებში რისკ ჯგუფებში, ეს არიან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, მათთან გარკვეულ შემთხვევაში სტაციონარიზაციაც კი ხდება საჭირო”, – აცხადებს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი