ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ძლიერი წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა
ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე უბანზე თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საავტომობილო გზები, მიწა ჩამოიშალა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, დაიტბორა ადგილზე არსებული სასტუმრო ,,მაგნოლია".
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ,,სპეციალური სერვისების" წარმომადგენლები დილიდანვე მუშაობენ დაზიანებულ უბნებზე.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული , რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ მოსახლეობას
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს