"პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა
პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს - დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას, ფეხი აქვს მოტეხილი.
რუსთაველის გამზირზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი - ამტელში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ვიდეოკადრებში, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, ჩანს, რომ მუშებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
rustavi2.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე