საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია – სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა - საპატრიარქო
მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა – ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე კუბოს დაწვის პერფორმანსს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარზე პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ.
„დღეს საზოგადოებაში, საპროტესტო აქციების პარალელურად, სიძულვილმა ზღვარს მიაღწია. არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა.
მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართული სანახაობის დროს მომიტინგეებმა გამოიყენეს კუბო, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება იყო ამოკვეთილი. ამ წარმოდგენის დროს აქციის მონაწილეებმა კუბო და მასზე მაცხოვრის გამოსახულება დაწვეს.
რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი გააზრებული მკრეხელობაა მათი მხრიდან, ვინც დააორგანიზა სანახაობები ან შეგნებულად მონაწილეობდა მათში, მეტი პასუხისმგებლობაც სწორედ ორგანიზატორებს ეკისრებათ.
ეს და მსგავსი ფაქტები გვახსენებს ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდს, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში გამოვცადეთ. ვფიქრობთ, ამ ქმედებებში ნაწილი მომიტინგეებისა გაუაზრებლად აღმოჩნდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მართებთ მათ ამ აქტების სიმძიმის გაცნობიერება და შესაბამისი სინანული.
ქაშუეთის ტაძარში მომიტინგეთა დასახმარებლად სასულიერო პირები ყოველღამე ათენებენ, მომიტინგეების ნაწილი კი ტაძარში შედის და მათთან ერთად ლოცულობს. ბუნებრივია, ამის პარალელურად ტაძრის მიმდებარედ მსგავსი რიტუალები მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და ასევე შეურაცხმყოფელია მორწმუნეთათვის, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე