"არც პოპულიზმში აყოლას ვაპირებ ვინმესთვის და არც არასერიოზული იმიჯის დატოვებას" - თეონა აქუბარდია -სიების ჩახსნაზე
“არც პოპულიზმში აყოლას ვაპირებ ვინმესთვის და არც არასერიოზული იმიჯის დატოვებას”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
“ჩვენი განცხადება იყო ძალიან მკაფიო და ჩვენ არ გვახასიათებს სიტყვის შეცვლა. იქამდე – სანამ არჩევნების შედეგებს არ ექნება ნდობა როგორც სახლში, ისე ჩვენს დასავლელ პარტნიორებში; იქამდე, სანამ არ მოხდება ადეკვატური გამოძიება, ჩვენ ამ პარლამენტში “ოცნებას” ილუზიას არ შევუქმნით იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა. არც პოპულიზმში აყოლას არ ვაპირებ ვინმესთვის და არც არასერიოზული იმიჯის დატოვებას”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
კოალიცია “ცვლილებებისთვის” და კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გუშინ განაცხადეს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს