საქართველო ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა
საქართველო ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა. მონაცემებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.
კერძოდ, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში, მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე:
• ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდა
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი
სავალუტო ფონდის შეფასებით წელსვე (2024 წელს) საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 5 წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და ასეთ ლიდერობას შეინარჩუნებს ზედიზედ 6 წლის განმავლობაში, შესაბამისად 6 წლიანი, 7 წლიანი, 8 წლიანი, 9 და 10 წლიანი გრძელავდიანი ზრდის ტემპების მიხედვით 2024_2029 წლებში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2019 წ).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეს ათწლედური საპროგნოზო შედეგი 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა, რითაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ გაქარწყლდა უსაფუძვლო ნარატივი, რომ მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის გამორჩეული მაჩვენებლები 2020 წლის ძლიერი ეკონომიკური ვარდნის ეფექტით იყო გამოწვეული და თითქოს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის კარგი პერსპექტივა არ უჩანდა.
1. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, მსოფლიოში არის მეორე ადგილზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ( ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი) ზრდის უპირობო ლიდერია. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკას. მეორე ადგილზე საქართველოა რომლის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 2029 წელს 71 %-ით იზრდება.
2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველოს რეალური ეკონომიკა წლიური თვალსაზრისით 7,5%-ით გაიზრდება, რითაც ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს შორის უპირობოდ ლიდერობს და პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია 2012 წელთან შედარებით, ანუ 12 წლიანი ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში მეექვსე ადგილზეა, ევრაზიის კონტინეტზე კი საუკეთესო სამეულშია. ამ პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 83%-ით იზრდება.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე