კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა.
კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
„მინდა, თინათინ რუხაძის გაგაცნოთ ბიოგრაფიული მონაცემები. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის თბილისის კონცერტინოს დირექტორი, მოგვიანებით, იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი. იყო „თიბისიტვის“ გენერალური პროდიუსერი, ასევე საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი, შპს „მელოდი არტის“ დირექტორის მოადგილე და გენერალური პროდიუსერი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი