“ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ვალმოხდილ მეომარს, ვულოცავ დღევანდელ დღეს – მადლობას გიხდით გმირობისა და სიმამაცისთვის” – ირაკლი ჩიქოვანი
“ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ვალმოხდილ მეომარს, ვულოცავ დღევანდელ დღეს – მადლობას გიხდით გმირობისა და სიმამაცისთვის”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ოფიცრებო, პატივცემულო სტუმრებო, განსაკუთრებული პატივით მივესალმები ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ვალმოხდილ მეომარს და ვულოცავ დღევანდელ დღეს. თქვენ ხართ ღვაწლმოსილი ადამიანები, ვისაც სამშობლოს დაცვის საპატიო მისია გერგოთ წილად, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა. მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ამ გმირობისა და სიმამაცისთვის. თქვენი ერთგული სამსახური და თავდადება სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. ქვეყნის მომავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პატრიოტიზმი, სიმტკიცე და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება, რომლითაც თითოეული ვეტერანი იცავდა ქვეყანას და მის თავისუფლებას. თქვენს მაგალითზე აღიზარდა ქართველ ჯარისკაცთა მრავალი თაობა და მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ თქვენი ღირსეული შთამომავლები არიან. ვამაყობთ, რომ თქვენი სახით ახალ თაობას წარსულთან მიახლოების და კიდევ ერთხელ მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა აქვს. ქართველი კაცის თავგანწირვა, ვაჟკაცობის ნიმუშად იქცა ყველგან, სადაც კი ჩვენს ჯარისკაცს უბრძოლია. სამწუხაროდ, არაერთი მებრძოლი დაეცა ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. მინდა ქედი მოვიხარო თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ, დაშავებულ ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შეასრულეს მხედრული ვალი და იქცნენ ჩვენი ჯარის პროფესიონალიზმისა და სიმამაცის ცოცხალ მაგალითებად“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
სიახლეები
- “ვერაფერს იზამს უცხოეთი – შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას” - მეუფე იაკობი
- მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს
- “17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც უნდა შეფასდეს, როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე” – “ქართული ოცნება”
- “დემოკრატია არ მიიღწევა ბოიკოტით, ის მიიღწევა ბრძოლით” - ელეონორა არჩაია
- “ყველას გვინდა, შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია” – “ქართული ოცნება”