"პრეზიდენტს ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს "
დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი რცხვენია, მოდიან და უჩუმრად გარბიან, პრეზიდენტს არც კი შემოუხედავს ჩემთვის, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა 9 აპრილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ყოველდღე ახსენდება მემორიალთან დაღვრილი სისხლი.
„სამწუხაროდ, აქ დაეცნენ ბავშვები, დაიღვარა სისხლი და აქედან გამომდინარე, ამ დღეს გლოვით აღვნიშნავთ. ამათი დაღვრილი სისხლი, ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს. ყოველდღე მახსენდება ეს. ვისურვებდი ერთიანი ყოფილიყვნენ ქართველები, რომ არ ხდებოდეს ის, თუნდაც რა დღეშიც მე და ზაზა სარალიძე ვართ. ჩვენი საქმე სიბოროტიდან მოდის. ჩემთვის დღეს პასუხი არ გაუციათ. მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს. დღევანდელ მთავრობას ჩემი რცხვენია. მოდიან უჩუმრად და გარბიან",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი თითქმის 8 თვეა რუსთაველის გამზირზე კარავში იმყოფება და მისი შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი