ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
რამდენიმე დაკარგულ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიამ მსხვერპლი ჩეხეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში გამოიწვია. პოლონეთის ქალაქ ნისაში, უკიდურესად მძიმე ვითარების გამო, მერმა ქალაქის მთელ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. საცხოვრებლის დატოვება საერთო ჯამში 44 ათას მცხოვრებს მოუწევს.
სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ჩეხეთშიც. ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან სლოვაკეთშიც, მდინარე დუნაის ადიდებამ დედაქალაქ ბრატისლავას ისტორიული ნაწილი დატბორა. უნგრეთში კი წყალდიდობის გამო შეფერხებით მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი