"აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკში იმყოფება"
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკში იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები.
„ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული, რომელსაც სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. აღენიშნება სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის დაზიანება. დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიზულ დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. საქმე გვაქვს დამწვრობით შოკთან. შოკიდან გამოსვლის შემდეგ დაისახება მისი მკურნალობის გზები“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება დღეს მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, აქედან ერთი 8 თვის ბავშვია.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"