პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.
სოსო ცისკარიშვილი დაიბადა 1948 წლის 17 სექტემბერს. 1966-71 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე (კვალიფიკაცია - ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი). 1976-79 წლებში სწავლობდა მოსკოვში, საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიაში (კვალიფიკაცია - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი).
1988-89 წლებში იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, 1989 წლიდან - სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია "მსოფლიო ლაბორატორიის" გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან - ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე. 2008 წლიდან - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე