სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ერთი ადამიანი ცოფით გარდაიცვალა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 45 წლის ქალი ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა.
„ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით. პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა.
მსგავსი ფაქტი 2022 წლის ნოემბრის შემდეგ წელს პირველად დაფიქსირდა.
მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე"
- შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- "ნიკა მელია არის ბრიუსელის წახალისებული" - შალვა პაპუაშვილი
- მზადება “ცხელი” 26 მაისისთვის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის გეგმები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 მაისისთვის