ქუთაისში აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა
აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისის მერის მოადგილე ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრს "ღია სახლს" ესტუმრა. ნინო თვალთვაძემ ბენეფიციარებს სამახსოვრო საჩუქრები მიუტანა და მათთან ერთად სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩაერთო. "ღია სახლში" 30 ბენეფიციარი გადის რეაბილიტაციის კურსს, აქედან 10 ბავშვი ქუთაისის მერიის დაფინანსებულ პროექტში იღებს მონაწილეობას. " ჩვენ ვიმყოფებით პარტნიორ ორგანიზაციაში სტუმრად, რომელთანაც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება არის აუტიზმის სპექტრის ბავშვთა მხარდამჭერი პროგრამა. აქ იმყოფება ჩვენი პროგრამით დაფინანსებული ათი ბავშვი, თუმცა გაცილებით მეტი გადის თერაპიას. მათთვის ძალიან კარგი საშუალებაა დღის ცენტრში მიიღონ სრულყოფილი თერაპიული კურსი და გაიუმჯობესონ სასიცოცხლო უნარჩვევები. ქუთაისის მერია ყოველთვის იქნება მათი მხარდამჭერი"- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს