„დარიალის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტიდან „დარიალი“ დროებით გაიყვანეს საქართველოს საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებული ევაკუაცია საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე მიიღეს სასიგნალო შეტყობინება.
შსს-ს ცნობითვე, ტერიტორიას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან ათვალიერებენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები. პრევენციის მიზნით დაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს