მსახიობი ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა
მსახიობი ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ის დრო დამიდგა სასამართლოში მიბარებენ, თან 41-ე დარბაზში... და მეგობრები მილოცავენ 500-ლარიან ჯარიმას (ან ჯარიმა, ან 15 დღე პატიმრობა უნდა აერჩია მოსამართლეს)“, - წერს ნატალია ყიფშიძე.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, მსახიობ ნატალია ყიფშიძის თქმით, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევის მუხლით.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე