"გარდაცვლილი თანამშრომლები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ"- კომპანია „ტრანსმშენი“ განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობას ახორციელებდა, განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა.
გარდა ამისა, კომპანია „ტრანსმშენი“ აცხადებს, რომ გარდაცვლილი თანამშრომლები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.
კომპანია „ტრანსმშენი“ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.
„კომპანია “ტრანსმშენი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმობის დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"