მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის თვითმფრინავის 3000 ბილეთის სუბსიდირებას გეგმავს
მთავრობა თბილისიდან და ქუთაისიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობით ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, თვითმფრინავის ბილეთების სუბსიდირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საუბარია 3000 ბილეთზე.
საქართველოდან თამაშზე მორგებული ჩარტერული რეისით გაფრენა 195 ევრო ეღირება, იმავე ფასის გადახდა მოუწევს გულშემატკივარს უკან დასაბრუნებლად. ჯამში საუბარია 390 ევროზე.
საქართველოს ნაკრების მონაწილეობით გერმანიაში თამაშები იმართება:
- 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან;
- 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთთან;
- 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან.
„მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში...
გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, სუბსიდირებული ფრენით სარგებლობისთვის, გულშემატკივარმა უნდა წარადგინოს თამაშზე დასასწრები ბილეთი. ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება.
დაახლოებით 2000 ბილეთით მგზავრობა შესაძლებელი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 1000 ბილეთით კი - ქუთაისიდან.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს