"გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს "- ირაკლი კობახიძე
გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, ერთგულ გულშემატკივარს საფეხბურთო ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია.
„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ, 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის განმავლობაში 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერცერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია. არასოდეს დაკვიკარგავს ქართული საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენდენ ოცნებას და ახალ 13 მაისს აგვიხდენენ. ახლა ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სიახლეები
- “ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია” - კახა კალაძე
- “ევროკავშირის ელჩიც კი იყო ჩართული ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში, არჩევნებში ჩარევის გზით” - შალვა პაპუაშვილი
- “სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იქ გამდიდრდნენ, ზოგმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ისევ ფუფუნებაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ფული სადღაც ჰქონდათ გადამალული” - შალვა პაპუაშვილი
- “გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს? იქიდან აფინანსებს ალბათ საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია” - შალვა პაპუაშვილი
- „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო “ - არასამთავრობო ორგანიზაციები