"ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს - სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს"- პაატა იმნაძე
ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა მოიმატოს - სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა იყო, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტია. ამასთან, იმნაძე განმარტავს, რომ წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება აცრაა.
„სამწუხაროდ, მთელს ევროპაში წითელას შემთხვევებმა იმატა. ჩვენთანაც არის მატება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან არ არის მომატებული. გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა გვქონდა, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტი გვაქვს. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს.
დაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა. ბავშვი უნდა ავცრათ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით. 1 წლის ასაკში იცრება ბავშვი, შემდეგ 5 წლის ასაკში და მთელი ცხოვრება დაცულია. ვინც აცრილია მათთვის წითელა პრობლემა არ იქნება. ორჯერ აცრა 97-98%-ით იცავს.
ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს. ვაქცინა ქვეყანაშია, ამიტომ ვისაც გამოტოვებული აქვს აუცილებლად აიცრას, მათ შორის ეს ეხებათ ზრდასრულებსაც. წითელასთან ერთად წითურაზეც იცრებიან. პრაქტიკულად თითქმის უიშვიათესი გახდა წითურა, მაგრამ ორსულობისას წითურა ძალიან საშიშია, ამიტომ ორსულობამდე სასურველია აცრის ჩატარება.
რაც შეეხება ჩუტყვავილას, ჩუტყვავილას ჩვეულებრივი, ფონური ავადობა გვაქვს“,- აღნიშნავს იმნაძე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს