"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი შემთხვევები მიესადაგება მაგნიტსკის აქტის სქემას" - რებეკა ჰარმსი
ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით,
ევროპარლამენტში რუსეთის აგრესიისა და პოლიტ პატიმრების შესახებ ფილმი აჩვენეს.
საუბარი იყო 70 ადამიანზე, რომლებიც დღემდე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მსხვერპლები არიან. ეს ადმიანები იმის გამო, რომ უკრაინას იცავდნენ, დღემდე რუსეთის სხვადსხვა ციხეებში იმყოფებიან.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ევროპა უფრო უნდა გააქტიურდეს, სანქციების სია უნდა გაფართოვდეს და რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს. ამ საკითხის ფარგლებში მათ საქართველოზეც ისაუბრეს.

„როდესაც მაგნიტსკის სიას მიივიღებთ, სანქციები გლობალურად ამოქმედდება. ეს იქნება ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და პასუხს აგებენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ციხეებში. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი შემთხვევები მიესადაგება მაგნიტსკის აქტის სქემას, მაგრამ ის ჯერ ევროკავშირს არ მიუღია. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისა და ადამიანების უფლებების დარღვევის შედეგად დაზარალებულები და მათ ოჯახები იმსახურებენ უფრო მეტ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან, რებეკა ჰარმსმა.
ევროპარლამენტის წევრმა, იარომირ შტეტინამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სანქციებს საქართველოც უნდა შეუერთდეს.

„რუსეთის წინააღმდეგ საჭიროა სანქციების გამკაცრება. თუ ჩვენ არ წავალთ რუსეთის უსამართლობისა და სიცრუის წინააღმდეგ, ახალი აგრესიის მოწმე გავხდებით. საქართველო უნდა შემოუერთდეს სანქციებს, რადგან ყველაფერი საქართველოში დაიწყო და შეიძლება, გაგრძელდეს დასავლეთშიც და ჩრდილოეთით, ბალტიის ქვეყნების. ისინი საფრთხეში არიან. ჩვენ კი გვერდით უნდა დაუდგეთ. უნდა დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები,“ - განაცხადა იარომირ შტეტინამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა