ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან ევაკუირებულია 4 000-მდე ადამიანი. დროებით დაიხურა ამ რაიონში მდებარე გეოთერმული წყლების კურორტი.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანი ქალაქ გრინდავიკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით სამ კილომეტრში, ამოიფრქვა 18 დეკემბერს ღამით, ადგილობრივი დროით 22:17 საათზე.
ამოფრქვევა 21:00 საათზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო.ისლანდიის მეტეოსამსახურის ცნობით, ვულკანის ნაპრალი დაახლოებით 3,5 კილომეტრია, ლავის დინების სიჩქარე კი - წამში 100-200მ³ . სპეციალისტების თანახმად, ეს ბოლო წლებში ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს