თემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა - დაშავებულია ერთი ადამიანი
თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა.
აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია ერთი ადამიანი.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია.
ყაზტრანსგზაში "კურიერის" უთხრეს, რომ აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იყო.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე