შშმ ბავშვების მშობლებისთვის საინფორმაციო და ფსიქო-ემოციური დახმარების ცენტრი იხსნება
19 მარტიდან ყველა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისთვის და მეურვეებისთვის საინფორმაციო და ფსიქო-ემოციური დახმარების ცენტრი იხსნება.
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი ღია საზოგადოების ფონდისმხარდაჭერით იმუშავებს. მათი ინფორმაციით, ცენტრში მისულებს დაეხმარებიან ისეთი მშობლები, რომლებმაც თავად გაიარეს იგივე გზა:
"მოუმზადებელ მშობელს ორიენტაცია აქვს დაკარგული. აღარ იცის ვის მიმართოს რჩევისთვის ან შვებისთვის. რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, რამდენ ხანს იცოცხლებს ბავშვი, რას შეძლებს, როგორ იქნება მისი და ოჯახის მომავალი. არც ის იცის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს უჩვეულო სითბო და სიყვარული შემოაქვს ოჯახში და რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩარევას წარმატებული შედეგი აქვს".
საინფორმაციო ცენტრთან დასაკავშირებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე 551461555. დაუნის სინდრომის მშობელთა ასოციაციის სოციალური საწარმო ბაბალე თბილისში, ყაზბეგის 30ა-ში მდებარეობს.
on.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე