არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?
მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა სასმელი წყლის პრობლემა თითქმის აღმოფხვრეს
, მაინც რჩება მსოფლიოში ადგილები, სადაც ონკანის წყლის სასმელად გამოყენება არცთუ ისე უსაფრთხოა.
ერთ-ერთ კვლევის თანახმად, ასეთი 187 ქვეყნის ჩამონათვალში, საქართველოც მოხვდა.
ტურისტულმა კომპანიამ Globehunters-მა მოგზაურობის მოყვარულთათვის მოამზადა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ონკანის წყლის სასმელად მოხმარებას მოგზაურებს არ ურჩევს. აღნიშნული კვლევის შედეგები ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგები კიდევ უფრო შემაშფოთებლად მოგეჩვენებათ მაშინ, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცემებს შეიტყობთ. Daily Mail-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 842 000 ადამიანი საფრთხისშემცველი წყლის მოხმარებით, ხელების ჰიგიენის დაუცველობითა და ანტისანიტარული პირობებით გამოწვეული მწვავე დიარეით იღუპება
ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დაბინძურებული წყალი და სუსტად დაცული სანიტარული ნორმები, ისეთი დაავადებების გავრცელებასთანაა დაკავშირებული, როგორიც არის ქოლერა, A ჰეპატიტი, დიზენტერია, ტიფი და პოლიომიელიტი.
ambebi.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე