უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 72 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში; მცხეთა-მთიანეთში - 65, ქვემო ქართლში - 47, კახეთში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 21, გურიაში - 17, აჭარაში - 14, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, შიდა ქართლში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 3
ასევე, 19 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისში უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოავლინეს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს