ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრა დასჯადი ხდება
თბილისის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას, გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით,
ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, 500 ლარიანი და 1000 ლარიანი ჯარიმებია გათვალისწინებული.
დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ახალი სახის ჯარიმები შემოდის. პროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიცირება უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ იგეგმება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი