სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა
11 აპრილს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულ მორიგ შეტაკებას ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც.
ორივე მხარე საუბრობს მძიმე არტილერიის გამოყენებაზე.
სომხეთის განცხადებით, ამ დროისთვის (19:00 საათი ადგილობრივი დროით) ცეცხლი „მნიშვნელოვნად შესუსტებულია“.
დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ორივე მხარე ადასტურებს მსხვერპლისა და დაჭრილების არსებობას.
შეტაკება დაიწყო ლაჩინის დერეფნის სიახლოვეს, სომხეთის სოფელ თეღის მიდამოებში. თეღს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ის ტერიტორიები, რაც 2020 წლის ომის შემდეგ დაიბრუნა აზერბაიჯანმა.
სოფელი თეღი შედის სომხეთის სიუნიქის პროვინციაში, რომელიც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ტერიტორიებსა და ექსკლავ ზანგეზურს შორისაა მოქცეული.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს