დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა
დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა.როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა, განმეორებითი ტექინსპექტირების ფასი ავტომობილის ტიპის მიხედვით 20 და 30 ლარი იქნება.
„დღეიდან ავტომფლობელებს, რომლებიც ტექინსპექტირების ცენტრებს განმეორებითი ინსპექტირებისთვის მიმართავენ, შესაბამისი ტარიფის გადახდა მოუწევთ. ტარიფი დადგენილია - მსუბუქ ავტომობილებზე და მისაბმელებზე 20 ლარი იქნება, ხოლო ავტობუსებზე და სატვირთო ავტომობილებზე 30 ლარი“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
რაც შეეხება ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, მათ შორის ვიზუალური გამონაბოლქვის ინსტრუმენტულ მონიტორინგს, შიოლაშვილი ამბობს, რომ ეს რეგულაცია ძალაში, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შევა და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური ეკიპაჟები ჩაერთვებიან.
„ეს რეგულაცია ძალაში დაახლოებით ზაფხულიდან შევა. როგორც ითქვა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული ეკიპაჟები გადაამოწმებენ ამ კონკრეტულ მოთხოვნას“, - განაცხადა შიოლაშვილმა.
კიდევ ერთი სიახლე, რაც ტექინსპექტირების წესში უკვე დაინერგა, მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაა. გიორგი შიოლაშვილის ინფორმაციით, ინსპექტირების ჩამტარებელი პირი დაახარვეზებს ავტომობილს, რომლის ხმაურის მაჩვენებელი ნორმას სცდება.
„თუ ინსპექტირების ჩამტარებელი პირი გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ ავტომობილს მომეტებული ხმაური აქვს (ძირითადად ეს შეეხება ავტომობილებს, რომელთაც არასტანდარტული „მაყუჩი“ უყენიათ), გადაამოწმებს, ხმაურის მაჩვენებელი ნორმებში არის თუ არა. თუ ნორმას გადასცილდება, ავტომობილი ხმაურზე დახარვეზდება. ეს რეგულაცია უკვე ძალაშია", - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა