ვინ იყო პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა
თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2006 წლიდან მუშაობდა პოლიციაში და 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური.
„პირველადი ინფორმაციით, 2006 წლიდან მუშაობდა პოლიციაში და 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ნამყოფია ავღანეთშიც. რა მოხდა ჯერჯერობით არავინ იცის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გარდა ამისა, ათუაშვილთან დაკავშირებით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ის განდეგილად ცხოვრობდა და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
„რამდენად ვიცოდით ამას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ჩვენთან ოთხი მოკლა, უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც რაღაც ნივთიერება იყო და ის აფეთქდა. ამაზე მივხვდით რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით. ვინც შევასწარით გადავრჩით და ვინც არა ჩაცხრილა“, - ამბობს თვითმხილველი.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი 49 წლის საგარეჯოს მკვიდრია. საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა