"რა ვიცით, რომ "ყაზტრანსგაზს" არ აკონტროლებს, დავუშვათ, რუსული "გაზპრომი"?
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქებიდან, რომლის დროსაც 4 კაცი, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ, ორი კვირის შემდეგ თბილისში კიდევ ერთი უბედურება მოხდა.
ამჯერად ტრაგედია ქეთევან წამებულის ქუჩაზე დატრიალდა, სადაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს ნამწვით დაგროვილი CO-თი 7 კაცი დაიღუპა.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ბუნებრივი აირის გაჟონვით სიკვდილის შემთხვევები? ბოლოს და ბოლოს, როდის დაიწყება დედაქალაქში კომუნალური მეურნეობის გამართვაზე ზრუნვა? ვინ არის დამნაშავე, რომ საქალაქოსერვისების დღევანდელი სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოშლილია უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემები? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა.
"ყაზტრანსგაზის" მსგავსი ბუნებრივი მონოპოლისტების შემთხვევაში, რომელთაც ძალიან დიდ სოციუმთან უწევთ კონტაქტი თავიანთი მომსახურებით, ტექნიკური უსაფრთხოების საკითხთან ერთად, დგება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც.
როდესაც ამა თუ იმ კომერციულ დაწესებულებას აქვს ურთიერთობა ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან, პოლიტიკური ინტერესის გაჩენის შემთხვევაში შესაძლოა პროვოცირება მოხდეს და ხელი შეეწყოს განსაზღვრული პროცესების განვითარებას. ეს იქნება გამოხატული ავარიებით, ფსევდოფორსმაჟორის შექმნით თუ სხვა რამით, ძნელი სათქმელია, თუმცა ასეთი საფრთხეები რეალურია. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არიან ამგვარი სტრატეგიული ბუნებრივი მონოპოლიების მფლობელები და რა რისკებს შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. ის, რომ არ ვიცით, ვინ არის "ყაზტრანსგაზის" მფლობელი, ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის - ფიზიკური პირი თუ სახელმწიფო კომპანია. მაგალითად, "სოკარზე" ვიცით, რომ ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია და გარკვეული რისკები ამ თვალსაზრისით პროგნოზირებადია.
აი, მე ვკითხულობ: რა ვიცით, რომ "ყაზტრანსგაზს" არ აკონტროლებს, დავუშვათ, რუსული "გაზპრომი"?" -აცხადებს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი