სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან შემოვიდა
სექტემბერში, ყველაზე მეტი - 173 942.2 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.
„საქსტატიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ჯამში, სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 387 177.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილია - აგვისტოში ეს მონაცემი 334 266.1 აშშ დოლარი იყო.
უფრო კონკრეულად, სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია: იტალია - 36 288.7 აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები - 28 679.2 აშშ დოლარი; საბერძნეთი - 18 451.9 აშშ დოლარი; ყირგიზეთი - 18 120.6 აშშ დოლარი; ისრაელი - 16 437.4 აშშ დოლარი; გერმანია - 15 921.5 აშშ დოლარი; ყაზახეთი - 10 126.5 აშშ დოლარი; თურქეთი - 9817.5 აშშ დოლარი.
სიახლეები
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“
- საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
- გერმანიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- “ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
- ძაძიკი