თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. მან 30 ხმიდან 28 მიიღო, ორი ბიულეტენი გაბათილდა.
ამ თანამდებობაზე კანდიდატი მაქსიმუმ 6 თვით აირჩევა.
სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.
ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო, მისი არჩევა სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა, ისინი რექტორის არჩევის წესის შეცვლას მოითხოვენ.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.
სიახლეები
- ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
- “„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს” - ლევან სანიკიძე
- “დავაკავეთ თურქეთის 12 მოქალაქე - ისინი წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ” - შსს
- საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენ