არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა.
პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულსიხმობს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს