საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში „ქარავან არტფორუმი 2022“ გახსნას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, იმერეთის მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისში სახვითი ხელოვნების გალერეაში, საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის „ქარავან არტფორუმი 2022“ გახსნას დაესწრო.
ღონისძიება გულისხმობს მთელ რიგ მხატვრულ, კულტურულ და პროფესიონალურ შეხვედრებს, აქტივობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება სემინარები მსოფლიოს წამყვანი რესტავრატორების მიერ, რესტავრაციის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე.
ქარავან არტფორუმის კონცეფციას წარმოადგენს ურბანული პეიზაჟები, სტილისტიკის ცვალებადობა დროის დინამიკაში, დესტრუქციული ვიზუალების აღნიშვნა.
არტფორუმის ცენტრალური გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა. შეიქმნა ერთობლივი საექსპოზიციო პროექტი და მნახველებს შესაძლებლობა აქვთ მუზეუმის მუდმივი ექსპონატების პროგრამის გვერდით ახალი, თანამედროვე ხელოვანთა მიერ შექმნილი ნამუშევრები იხილონ.
ქუთაისში აღნიშნული საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორედ იმართება. პირველად იგი 2016 წელს ჩატარდა.
ფესტივალი „ქარავან არტფორუმი 2022“ პარტინიორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქუთაისის მერია, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, გალერეა გამრეკელი (საქართველო), გალერეა ოკაპი (ესტონეთი), სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (საბერძნეთი), აპოლონია-ევროპული მხატვრული პროგრამები სტრასბურგიდან (საფრანგეთი).
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ქართულ-პოლონურ მუდმივმოქმედ არქეოლოგიურ კვლევით ცენტრს ესტუმრა.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
- ,,სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ფაქტია – სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ის არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ბევრ ადამიანს მართვის მოწმობა შემოსავლის წყაროსთვის სჭირდებოდა, ეს ინიციატივა კი მათ ამის შესაძლებლობას დაუბრუნებს"- შალვა პაპუაშვილი
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება