ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა
დღეს ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა, რომელიც ჩატარდა "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ქუთაისის მერია, ორგანიზატორი- საქართველოს ოფროუდ ფედერაცია.
„ოფროუდ სპრინტი“ მოეწყო ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. მონაწილეობდა 32 ეკიპაჟი - საქართველოს, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები. გათამაშდა 4 საპრიზო კატეგორია.
" საუკეთესო ეკიპაჟის" პრიზი ქუთაისელი ნიკოლოზ გუჩუასა და ზვიად დვალიშვილის ეკიპაჟს გადაეცა.

სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს